ჩემი აზრით, ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი, ეს თხოვნა: მესამე პრეზიდენტს მივმართავ; გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"დიდი განსაცდელია საქართველოს თავს. თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე. აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ, მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება", - განაცხადა ჩარკვიანმა.