ლოზუნგი, რომ არჩევნები გაუქმებულია ჩვენ, ევროპულ საქართველოს მცდარად მიგვაჩნია, არსებითად და პრაგმატულად, - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
“ასეთ ვითარებაში ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ ლოზუნგი, რომ არჩევნები გაუქმებულია ჩვენ, ევროპულ საქართველოს მცდარად მიგვაჩნია, არსებითად და პრაგმატულად. ასეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდამჭერის მოპოვება სჭრიდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას.
ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, ეს არის რეალობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ, ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში, იმიტომ, რომ ეს განცხადებები, რომ აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ, ეს პირიქით, ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და სასოწარკვეთაში საზოგადოების ჩაგდებას”, - თქვა ბოკერიამ.