ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად, ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ ქართულ ოცნებას, - აცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, თვითონ ის ფაქტი, რასაც აცხადებენ, რომ სულ რაღაც 0.5%-ით, 0.8%-ით იგებენ არჩევნებს ასეთი შანტაჟის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, ეს უკვე ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ყველა ამ უბნებსა და ქალაქებში წააგეს.
„ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად, ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ ქართულ ოცნებას, ეს არის გამორიცხული, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს დამკვირვებლებს უბნებზე მოვუწოდებთ, რომ არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის, ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში გამოვლენ, თავის სიტყვას იტყვიან თუ რა ხდება ადგილებზე“, - ამბობს ხაზარაძე.