ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ზუგდიდი მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 52.443 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას 47,557 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, 109 უბნიდან დათვლილია 24 (22.018%) უბანი.