ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
კითხვაზე, პარტია "საქართველოსთვის" ოპოზიციის მხარეს იდგება თუ არა რომელიმე რეგიონში, გახარიამ განაცხადა: „ჩვენს პარტიას სისტემური კოალიცია არ გვექნება არავისთან, რადგან 18 წლის შემდგომ, ჩვენ ვირჩევთ ორ ცუდს შორის. მათი კამპანიის ძირითადი საყრდენი იყო, რომ გვეუბნებოდნენ, ის უფრო ცუდია, ეს წარმოუდგენელი რამეა. "ლელოსთან" კი, ჩვენ ვთანამშრომლობთ".