ქუთაისის მერობის კანდიდატი ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ხვალ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ამომრჩევლების აქტიურობა აუცილებელია.
"მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები და ხვალიდან უნდა გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დაიწყება ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებისთვის. მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს ყველა, ვინც ადგილზე ხართ ჩაწერილი, აუცილებლად მობრძანდით იმისთვის, რომ ყველგან ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება. დღეს ქუთაისში აღვკვეთეთ ფაქტი, რომელიც გულისხმობდა პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ფულის დარიგებას. მათი აქტივის მობილიზება ქუთაისში არის ის მასშტაბი, რაც ჰგონიათ რომ ეყოფათ, მე პირობას ვიძლევი, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და ყველა ხმა იქნება დაცული. წარმოუდგენელს ვიზამთ უბნებზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.