ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ორ უკრაინელ ჟურნალისტს საქართველოს აეროპორტიდან დეპორტაციას უკეთებენ.
"უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის ცოლს ლესიას, ასევე ჟურნალისტს ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან!", - წერს ხატია დეკანოიძე.
როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ასევე არ უშვებენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელსა და მისი მოადგილეს.
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.