"ევროპის სახალხო პარტია" ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ევროპის სახალხო პარტია" შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციით.
"შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.