აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე, არ წავა არაფრით, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.
მისი თქმით, აჯანყებაში გულისხმობს მრავალათასიან ტალღას, „დარჩენით მოედანზე, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით“.
"მე მეუბნებიან ხოლმე, რომ თქვენ რადიკალური ხართო, მე არა ვარ რადიკალური. რადიკალი არის ის, ვინც კონსტიტუციას არღვევს. მე არ ვარღვევ. მე კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე, არ წავა არაფრით. მე პატარა ტანის ხელმწიფეობაში მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ. არავითარ შემთხვევაში. პატარა კაცობას ვგულისხმობ. არ წავა, საშინელი მდგომარეობაა, გაოგნებული ვარ.
აჯანყება რას გულისხმობს? მრავალათასიან ტალღას, დარჩენით მოედანზე, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით. არ არის სავალდებულო ვიღაცამ შიმშილობა გამოაცხადოს. ერთმანეთს უნდა ჩავენაცვლოთ, არიან ადამიანები, გროვდებიან, გვეუბნებიან, აი, ჩვენ მზად ვართ.
30-მდე მიაღწევს ეს ადამიანი? ახლა უკვე იმაზეა საუბარი, ხალხნო, რომ არ ამოუქოლონ ფანჯრები და გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. არაფერ შუაში არ არის აქ პრეზიდენტის შიმშილი. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფილები მოქალაქეები, რომ ვიღაც ბედავს, წესიერად მოიქცეს თორემ ამდენს დავუმატებო. ეს რომ არაიურიდიულ ენაზე გადმოვთარგმნოთ, ეს არის ლინჩი", - თქვა ჩარკვიანმა.