ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა.
გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის თანამდებობებს დაიკავებენ:
ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)
იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)
რევაზ ჩომახიძე
თემურ ცამციშვილი
დეკანოიძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მართვაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.