ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა" პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, ბევრნი უნდა მოვიდნენ, იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ისე გამოდის, თითქოს, აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება საკუთარი მხარდამჭერების შეკრება ჩაატარონ. სჯობს, დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ რეალობა, რაც 30 ოქტომბერს დადგება. ამდაგვარი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ეს არის შიში იმით, კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში მარცხს, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იწვნიეს. ამ აქციით დაინახავენ, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია. ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე მათ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერების შეკრებას გეგმავს