თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ეს მასშტაბები თუ შენარჩუნდება, შესაძლოა, სამედიცინო სექტორი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს.
"თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია.
ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს ლევან რატიანი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.