ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი მოქალაქეებს "ტამიფლუს" თვითნებურად გამოყენებას არ ურჩევს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
"ამასთან, თუკი მოქალაქეებს მაღალი სიცხე და სუნთქვის უკმარისობა შეაწუხებს, ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს უნდა მიმართონ - თვითმკურნალობა არ შეიძლება", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობაში ჯერჯერობი პანიკა არ შეიმჩნევა.
"ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება და მომავალიც დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენი სისტემა ამ ვირუსთან საბრძოლველად სრულ მზადყოფნაშია", - განმარტა მან.