მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში. როგორ შეიძლება, მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკაში.
"ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში. ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულობაა უბრალოდ. მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში. როგორ შეიძლება, მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. ასევე, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკაში. ეს ჩვეულებრივი თეატრია. თავის თავს აჯერებენ, ისევე, როგორც სააკაშვილმა თავისი თავი დააჯერა, რომ აქ ჩამოვიდოდა, მთელი მოსახლეობა დახვდებოდა ტაშით და ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ასეთივე ილუზიებში ცხოვრობენ მელია და სხვები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.