ჩვენ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებზე, მათ მძიმე წარსულზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, პოლიტიკურად უნდა განულდეს.
„რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი, მათ ხომ უბრალოდ როგორც ჩანს ჯერ კიდევ სამწუხაროდ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის, სიცრუის, სიყალბის. ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტების ჩამდენი, ეს უნდა დასრულდეს, როგორც პარტია და პოლიტიკურად უნდა განულდეს „ნაცმოძრაობა“, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.