საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის მხარეში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან დღეს ხელვაჩაურში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება.