რუსეთს არ აქვს ხმის მიცემის უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის სამომავლო წევრობასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ კიევს რუსეთის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აინტერესებს.
"ყველაზე ცუდი სცენარი უკვე განვითარდა: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ჩვენი მიწების ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეების ოკუპაცია. ამიტომაც, ჩვენ არ გვაინტერესებს რუსეთის აზრი უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე. რუსეთს არ აქვს ხმის მიცემის უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის სამომავლო წევრობასთან დაკავშირებულ დისკუსიებში", - ამბობს კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას წინ უსწრებდა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის კომენტარი. პესკოვმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარია.