ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა, - ასე ეხმიანება საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარი აქცენტების" გუშინდელ ეთერს.
როგორც ჯაღმაძიემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, ნიკა გვარამიამ პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას.
"გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა. პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ, იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს.
თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომლის მოხმობაც სცადეს ამ გადაცემაში, ეკლესიის შეთქმულება კარგად იხატება. გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღდეგ მიმართულ გადაცემებს - მთავარ არხზე, ტვ პირველზე და ფორმულაზე, იქ საუბარია, რომ მას რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ამ ტელევიზიებმა გოჩა ბარნოვთან შეთანხმებით გააკეთონ ეს. გუშინდელ გადაცემაში ზუსტად იკითხება ის აკორდები, რომელიც ამ კრებსებშია გაჟღერებული, გოჩასთან დაკავშირებით, გვარამიასთან დაკავშირებით და ტვ პირველთან და ფორმულასთან დაკავშირებით, ეს არის ერთობლივი პროექტი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა",- თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.