1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა თუ არ აიცრება, წინ მძიმე ნოემბერი გველის.
"სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა თანამემამულეთა წინაშე ჩვენი გახლავთ, რომ ყველა უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეპიდსიტუაცია სერიოზულად უარესდება. ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. იცავს პირბადე.
მეორე - დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს. წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება, ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი?! 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუცია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში 4 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი.