"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ზოგიერთი მათგანი აქციაზე ცოცხებით არიან მისულები. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს ბანერი წარწერით: "ჯალათი ციხეში".
"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ პოლიტპატიმრად მოინათლოს მიხეილ სააკაშვილი, ის არის სერიოზული დამნაშავე, ყველაზე დიდი დამნაშავე იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში დაატრიალა. დღემდე არ აცდიან ქვეყანას განვითარების საშუალებას, წინსვლას და მუდმივ ჭიდილში ვართ. ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილია აქ ახლა. გვინდა, რომ გავიხსენოთ და გაიხსენონ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჩადეს მიწაში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.
ფოტო: "იმედი"