ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები ერთობლივ ვებ გვერდს შექმნიან.
შესაბამისი დავალება აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მისცა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ახალ ვებ გვერდზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხა უნდა განთავსდეს.
"ამით ჩვენ მოქალაქეებს მთავრობასთან ურთიერთობას გაუმარტივებთ. აღნიშნული ვებ გვერდის მეშვეობით ყველა ბიზნესმენს შეეძლება ინსტრუქციები მიიღოს თუ როგორ და რა ფასად იყიდება ესა თუ ის ქონება" - განმარტა გილაურმა.