კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არასწორი და უსამართლოა. ამის შესახებ კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს.
კლიჩკოს განცხადებით, უნდა მოიძებნოს სამართლებრივი გამოსავალი სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან მისი პატიმრობა საქართველოსთვის უფრო უარყოფითის მომტანი იქნება, ვიდრე დადებითის.
"სააკაშვილი გისოსებს მიღმა არასწორი და უსამართლოა. უნდა მოიძებნოს სამართლებრივი გამოსავალი მის გასათავისუფლებლად, რადგან მისი პატიმრობა საქართველოს უფრო მეტ უარყოფითს მოუტანს, ვიდრე დადებითს. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერდა მას", - წერს კიევის მერი.
კლიჩკო აღნიშნავს, რომ "სააკაშვილი არის ისტორიული პიროვნება საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, რომლის მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძირეულად შეცვალა საქართველო და ამ ქვეყნის რეპუტაცია მსოფლიოში".
"უდავოა, რომ მიხეილმა ბევრი შეცდომა დაუშვა ამ გზაზე. მაგრამ ის, ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომებსაც არ უშვებს", - დასძენს კიევის მერი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.