„ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისს ვხედავთ, რაც ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„უკვე ორი ათწლეულია რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას მოსვენებას არ აძლევს. ყველაზე მძიმე შედეგი არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც არის მთავარი ბოროტება, რაც ჩაიდინა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმმა, თუმცა ამის მიღმა იყო ძალიან მძიმე დანაშუალებები: ადამიანების წამება, ბიზნესების წართმევა და ა.შ.ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ამ პოლიტიკურ ძალასთან. ქართულ დემოკრატიას სჭირდება ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკაში დამთავრდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.