რუსთაველი უნდა მღელვარებდეს. ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვინდა მესამე პრეზიდენტის დაცვა, უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ გაბედოს გაყალბება, რადგან ჩვენ აქ ვართ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თავისუფლების მოედანზე, „ნაცინალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მუდამ აქციის მონაწილეების თავებს ითვლიდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული მოქალაქის ფასი არ იცის.
„რუსთაველი უნდა მღელვარებდეს. ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვინდა მესამე პრეზიდენტის დაცვა, არ მოკვდეს ელემენტარულად, პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო ააშენა. თუ შენ მეორე ტურის დაცვა გინდა, რუსთაველი უნდა მღელვარებდეს. შენ უნდა დაანახო ხელისუფლებას, რომ არ გაბედო გაყალბება, რადგან ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ცოცხლები ვართ, ვსუნთქვავთ. სულ, მუდამ თავებს ითვლიდნენ, 1 000 კაცია, 2 000-ია, 500-ია, ეს ნიშნავს, რომ არ იცის თითოეული მოქალაქის ფასი, თორემ ასე არ იტყოდა, რადგან პიროვნებები ქმნიან სახელმწიფოს. ასე იყო ექვთიმე, ერთი იყო. ილია ჭავჭავაძე – ერთი იყო, ნიკო ნიკოლაძე – ერთი იყო, საქართველოში თითო თითონი იყვნენ, ვინც ამთლიანებდნენ საქართველოს, ამიტომ ფასი უნდა იცოდე თითოეული მოქალაქის, რომლებიც გამოჰყავთ იმ ერთეულებს, იმ თითოეულ იდეალისტებს, აი, 50 -ით, 500-ით რომ იწყებენ და შედეგ ამდენი რომ გროვდება. ეს არის იმ თითო ადამიანის დამსახურება, რომელსაც აქედან ყველას მადლობას ვეუბნები, 500-კაციან და 1000-კაციან მიტინგებზე რომ მოდიოდნენ, 2 000-იანზე. ახლა დაითვალონ თავები. დაითვალონ თავები 30-მდე“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.