"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს,
მისი თქმით, 14-დღიანი შიმშილობა ორგანიზმს კვალს დაამჩნევს.
"კითხვა მაქვს, რატომ არ უშვებდნენ მიხეილ სააკაშვილთან პირად ექიმს, რომელიც პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე. სანამ ეს ჯგუფი შეიქმნებოდა, ნიკა ყიფშიძე უნდა ყოფილიყო მის გვერდით, უნდა დაკვირვებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ფაქტია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოს. სერიოზული საფრთხეა მდგომარეობის გაუარესების, ბუნებრივია, ორგანიზმი რკინის არ არის, 14-დღიანი შიმშილობა კვალს დაამჩნევს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იყოს", - აღნიშნავს უდუმაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშიბლობა გამოაცხადა.