რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"შეხვედრაზე დადასტურდა საერთო მოსაზრება, რომ ჟენევის დისკუსიებს, როგორც უნიკალურ და მრავალმხრივ პლატფორმას, არ აქვს ალტერნატივა, რომელიც შესაძლებლობას იძლევას, შენარჩუნდეს თბილისსა და სოხუმსა და ცხინვალს შორის მუდმივი, პირდაპირი და ინკლუზიური დიალოგი.
რუსეთი და მისი მოკავშირეები, აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთი, დარწმუნებულნი არიან, ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული საკითხების ერთობლიობა. ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ ამოცანის იმპერატიულობა იზრდება ნატო-ში თბილისის ჩათრევისკენ მიმართული დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბოლო პეროდში გამართული ალიანსის მრავალეროვნული სწავლება "მტკიცე სული 2021".
ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ საზღვრისპირეთში შედარებით სტაბილური რჩება. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს.
რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე. კონფრონტაციული პოზიციის დაკავება და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მიკერძოებული დოკუმენტების გააქტიურება, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ მონაწილეობენ, ამით ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე რიგი საკითხების განხილვას. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად. საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავისი ცალმხრივი და უკიდურესად პოლიტიზებული თვალსაზრისის თავს მოხვევა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომელზეც წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის კვლავ დაკეტილია, შეუძლებელს ხდის დიალოგს ჟენევის დისკუსიების ეგიდით მოცემულ პრობლემაზე".