ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთანაგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშიბლობა გამოაცხადა.