ავღანეთში არსებული კრიზისის გამო მილიონობით ბავშვი შიმშილობს, მოახლოებული ზამთარი კი მილიონამდე ბავშისთვის მომაკვდინებელი იქნება. ამის შესახებ იუნისეფის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 12 ოქტომბერს კელნში ავღანეთის საკითხზე "დიდი ოცეულის" ქვეყნების შეკრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
იუნისეფის ბოლო შეფასებებით, წლის ბოლოსთვის დაახლოებით 3,2 მლნ 5 წლამდე ასაკის ავღანელი ბავშვს ექნება მწვავე არასლუფასოვანი კვების განცდა, მათ შორის კი მილიონამდე შესაძლოა, დაიღუპოს. ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯამში 10 მლნ-მდე ავღანელ ბავშვს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.
განსაკუთრებით მძიმე სიტუაციია ავღანეთის სოფლებში, სადაც სამედიცინო დაწესებულებები არ მუშაობენ. მდგომარეობას ართულებს გვალვა, ძალადობა, კორონავირუსის პანდემია, წითელას აფეთქება და სხვა დაავადებები.
"ბავშვების მძიმე მდგომარეობა ზამთარში კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ ჯანდაცვის სისტემა სწრაფად არ დასტაბილურდება, საჭიროების მქონე ბავშვები კი სასწრაფოდ არ მიიღებენ მათთვის აუცილებელ დახმარებას", - განაცხადა იუნისეფის გერმანიის ფილიალის ხელნძღვანელმა კრისტიან შნაიდერმა.