ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შექმნის "უძლეველ არმიას" აშშ-ის მტრული პოლიტიკის წინააღმდეგ. იუწყება ВВС.
ფხენიანში გამოფენაზე "თავდაცვა 2021" სიტყვით გამოსვლისას, სადაც წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი, მათ შორის ტანკები, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ იზრდება სამხედრო ძალა სამხრეთით და რომ ჩრდილოეთ კორეას არ სურს იომოს თავის მეზობელ სამხრეთ კორეასთან.
კიმ ჩენ ინმა დასძინა, რომ შეიარაღების გაზრდა გათვალისწინებული იყო თავდაცვისთვის და არა ომის დაწყებისთვის.
ამასთან, კიმმა აშშ დაადანაშაულა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის გაღვივებაში.
ჩრდილოეთ კორეამ ცოტა ხნის წინ გამოსცადა ახალი ჰიპერბგერითი და საზენიტო რაკეტა. ამასთან, სამხრეთ კორეამ გამოსცადა თავისი იარაღი, რომელიც წყალქვეშა ნავით გაუშვა.
აშშ-მა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა მოითხოვს, რომ ფხენიანმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე ვიდრე სანქციები არ შემსუბუქდება. ჩრილოეთ კორეა აშშ-ის მოთხოვნაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.