ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ალექსანდერ ვან დერ ბელენმა და სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
გაიმართა ავსტრიისა და საქართველოს პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრა, ასევე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრებთან ერთად. პრეზიდენტებმა პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდტს შეხვდება და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეუთო-ს გენერალური მდივნის ოფისში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან ერთად ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველო - ავსტრიის ბიზნესფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მიმართავს ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტის ავსტრიის რესპუბლიკაში 13 ოქტომბერს დაასრულებს.