ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და შექმნილ ვითარებაში, საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება და უკრაინაში დაბრუნება იქნება.
ამასთან, კრამერი აღნიშნავს, რომ მას სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება.
"კარგი იმიჯი ნამდვილად არ შეექმნება საქართველოს. გულდასაწყვეტია მთლიანად სიტუაცია. თავისებურად, ბატონი სააკაშვილის მხრიდან პროვოკაცია იყო დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავებისას. მათ უნდა გაათავისუფლონ, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. იგი არ უნდა შიმშილობდეს ახლა, ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს...
ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ კომენტარები ოფიციალური პირების და ოცნების მხრიდან, ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება იქნება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში. იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, გახლავთ უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთ სიტუაციაში", - თქვა კრამერმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია "ფორმულას".