"სწორედ მე და მელია ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან", - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "მისი დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა".
მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.
"ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი, მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა, სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.