ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრისთვის სანქცირებულთა სიაში დამატებით კიდევ რუსეთის რვა მოქალაქე შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის იფიციალურ ჟურნალში.
"საბჭოს მიაჩნია, რომ ეს რვა ადამიანი უნდა შევიდეს იმ პირების, სტრუქტურებისა და ორგანოების სიაში, რომელთა წინააღმდეგაც დაწესებულია შეზღუდვები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისა ან მუქარის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კერძოდ, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ანექსირებული ყირიმის ე.წ. "უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე" გალინა რედკო, "ყირიმთან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი" ლეონიდ მიხაილიუკი, "სიმფეროპოლის მოსამართლე" ანდრეი დოლგიპოლოვი და "სამხრეთ სამხედრო ოლქის პროკურორი" ევგენი კოლპიკოვი.
ამასთნ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ადამიანები პასუხისმგებლები არიან რუსეთის კანონმდებლობის აღსრულებაზე არალეგალურად ანექსირებული ტერიტორიებზე - ყირიმსა და სევასტოპოლში.
სულ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 185 ფიზიკური და 48 იურიდიული პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში.