რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შვილები მივიდნენ.
ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მამას ციხეში შეხვედროდნენ.
"ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია რომ მოგვეცა ამის საშუალება [ნახვის] რომ მოგვეცა ამის საშუალება, მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან.
მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი დედა, გიული ალასანიაც მივიდა.