მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
"სიტუაცია დამძიმდა... მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა... ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა... უარს ამბობობს თაფლის და წვენების მიღებაზე და ახლა მხოლოდ წყალს სვამს... მიშას აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს... უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.