თამარ ჩარკვიანი არის პოლიტიკურად ბეცი და მორალის არმქონე ადამიანი. მიშაზე მეტი მიშისტია ხოლმე როცა სჭირდება - აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ცოტნე კობერიძე "რუსთავი 2"-თან საუბარში.
მისი თქმით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" თაკო ჩარკვიანისა და "სახალხო მოძრაობის" მიერ ინიცირებულ საპროტესტო აქციას არ უერთდება.
"პარტია, როგორც ასეთი, "გირჩი" არ უერთდება, თუმცა მხარდამჭერები, წევრები, თვითონ ინდივიდუალურად გადაწყვეტენ შეუერთდნენ თუ არა ამ აქციას. თამარ ჩარკვიანი არის პოლიტიკურად ბეცი, მორალის არმქონე ადამიანი. მიშაზე მეტი მიშისტია ხოლმე როცა სჭირდება, სწორედ ეგ არის ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის მთელი პოლიტიკური კაპიტალი დგას მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულებაზე,"- აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ცოტნე კობერიძე.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ახლადდაფუძნებული "სახალხო მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.