რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის ლიდერმა" თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
"რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს გადაბმულია. მოდით გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო - აი ამისთვის შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ახლადდაფუძნებული "სახალხო მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.