ორი იშვითი ინდური სათვალე, ბრილიანტებითა დაზურმუხტებით, ლონდონში Sotheby's-ის აუქციონზე გასაყიდად გამოფინეს.
თითო სათვალის სასტარტო ფასი 2 - 3,4 მლნ დოლარს შეადგენს.
აუქციონის სახლის მონაცემებით, ორივე სათვალე სავარაუდოდ, ეკუთვნის დიდ მოგოლთა ეპოქას - დინასტიას, რომელსაც ინდოეთის მართვის სადავეები ხელთ XVI – XVII საუკუნეებში ეპყრა.
აქუციონამდე სათვალეებს ლონდონისა და ჰონკონგის გამოფენებზე გამოიტანენ.
Sotheby's-ში განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვების უნიკალურობას. ბრილიანტის ლინზები დამზადებულია მთლიანი ალმასისგან, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სამხრეთ ინდოეთში, გოლკონდას მაღაროებში. ზურმუხტის ლინზები, სავარაუდოდ, დამზადებულია კოლუმბიური მთლიანი ზურმუხტისგან.
"სათვალეები ატარებენ გარკვეულ სპირიტუალურ შინაარს. მიიჩნეოდა, რომ ბრილიანტს შეეძლო განათება, ზურმუხტს კი განკურნება და ბოროტების განდევნა", - ამბობენ აუქციონის სახლში.