რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, მენზელინსკის რაიონში სამგზავრო თვითმფრინავმა L-410-მა ავიაკატასტროფა განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, 16 ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება. მათივე ცნობით, დაშავებულია 6 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ბორტზე იმყოფებოდა 20 პარაშუტისტი და ეკიპაჟის 2 წევრი.
ადგილზე სახანძრო -სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
"ინტერფაქსის" ცნობით, დაღუპულთა შორის ასევე არიან მფრინავები. მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ.