საფრანგეთის მთავრობა გადადგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მთავრობის გადადგომა მიიღო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფიიონს უფლებამოსილება შეუწყვიტა. შესაბამისი ინფორმაცია ელისეის სასახლის კომუნიკეშია აღნიშნული.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანსუა ფიიონის მთავრობის გადადგომა მთავრობის შემადგენლობაში განსახიორციელებელ ცვლილებებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საფრანგეთის მთავრობის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირიებით ქვეყანში მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვა.