შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნულანდის ვიზიტი მოსკოვში 11-13 ოქტომბერს შედგება.
"სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, რათა განიხილონ სხვადასხვა ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხი", - ნათქვამია აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ მიღწეულია შეთანხმება ვიქტორია ნულანდის რუსეთში ვიზიტის შესახებ.
"ვადასტურებთ, რომ მიღწეულია შეთანხმება 11-13 ოქტომბერს რუსეთში ვიქტორია ნულანდის ვიზიტთან დაკავშირებით, როგორც ამას ამერიკული მხარე ითხოვდა. იგი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე არაერთი შეხვედრა გაიმართება რუსეთის სხვა უწყებების მაღალჩინოსნებთან", - თქვა ზახაროვამ.