ბელორუსიის რესპუბლის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი მასკევიჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ შეხვედრების გამო, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან შედგა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის კავკასიური კონფლიქტების მოგვარებისთვისაც, ეს იქნება ახალი სტიმული.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, პარლამენტთაშორის ურთიერთობის განვითარების საკითხები; საქართველოსა და მთელს რეგიონში შექმნილი სიტუაცია; ის ინიციატივები, რომლებიც პარლამენტის მიერ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით მზადდება.
ბელორუსი დეპუტატების ვიზიტი სერგეი მასკევიჩის შეფასებით ემსახურება კონფლიქტების საკითხებში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას, როგორც თბილისში, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალში, ამ ეტაპზე კი როგორც სტუმარმა აღნიშნა დისკუსიას აზრი არა აქვს.
,,ჩვენც გავეცნობით დროებითი ადმინისტრაციების ვითარებასაც და ასევე ძალიან მნიშვნელივანია გადაადგილებულ პირებთან შეხვედრაც. საერთო ჯამში შერეული შთაბეჭდილებები გვაქვს, ერთის მხრივ კარგად ჩანს რომ ქვეყანამ გადაიტანა დიდი სტრესი, მეორეს მხრივ არსებობს მისწრაფება ცივილიზებული განვითრებისაკენ- დასძინა მასკევიჩმა.