თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, მომხდარმა მთელი საქართველო შეძრა და იმედს იტოვებს, რომ ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ცოცხალი ამოვა.
"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ. ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!" - წერს კახა კალაძე.