სააკაშვილის გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მარგველაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს.
"ეს არის საქართველოსთვის ცუდი. მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას ხელისუფლებას არ გააჩნია. იმიტომ არა, რომ მას არაფერი არ დაუშავებია. მე ამას ვერ ვამტკიცებ, რომ მას არაფერი არ დაუშავებია, თუმცა იმ საკითხებზე, რამდენიმე ნაწილი ვიცი მისი ბრალის, იქ ვიცი რო აბსურდულია ბრალი, მაგრამ ზოგადად, მე არა ვარ სამართალმცოდნე და იურისტი, ვთქვა, რომ არაფერი დაუშავებია. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ამ ხელისუფლებას მისი გამართლების მორალური უფლება აღარ აქვს", - თქვა მარგველაშვილმა.