ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
გაეროს მისიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიჭრა ან დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილნი არიან ადგილობრივ სამკურნალო დაწესებულებებში.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეჩეთში ეს უკვე მეორე აფეთქებაა. კვირას, ქაბულში, მეჩეთთან მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა.