პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ყველას მოუწოდებს, შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე "საერთო სახალხო მოძრაობის" ეგიდით დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც 10 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით იმართება.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ის მიმართავს ყველას, უპირველესად კი ნიკა მელიას.
"10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე - სახალხო აქცია - სახალხო მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვის, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. მივმართავ ყველას, მეგობარს, არამეგობარს, უპირველესად ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ნიკა მელიას, პარტიის ლიდერს და კარგ მებრძოლს, 10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე გელი ძვირფასო. ვიცი რა ბრძოლაშიც ხარ მეგობარო, ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით, სახელმწიფოებრიობას ვიცავთ, (რაც უფრო დროულად გავაკეთებთ ამ აქციას ჯობია , დრო ჩვენზე არ მუშაობს) ამიტომ მხარდამჭერების თხოვნით გადაწყდა 10 ოქტომბერს 5 საათზე, ვაგრძელებთ და შემდეგ აქციამდე ანუ 14 -მდე ჩვენი საერთო საქმისთვის, რადგან დრო არ ითმენს!!გულწრფელად მჯერა შენი მეგობრობის... ყველას გელით მეგობრებო (კაცი შიმშილობს პრეზიდენტი )10 ოქტომბერს 5 საათზე! რუსთაველზე - სირცხვილია სხვაგვარად საქართველოსთვის!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.