კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე "სახალხო მოძრაობა" ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია [მეორე ტურში] სავარაუდო კვლავ გაყალბებისა და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
"ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გაუკეთეს. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება იმ 43 პროცენტს, რომელზეც საუბრობენ. ზუსტად იმისთვის, რომ გაყალბება არ მოხდეს, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთზე მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას", - განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.