საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
მიმართვა სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ წაიკითხა:
"არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი ქუთაისი ბათუმი რუთავი ქუთაისი თელავი ხაშური წალენჯიხა ხენაკი ფოთი წყალტუბო მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე, სადაც არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.