სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება გაეწევა. რა გავაკეთოთ, ვინც შიმშილობას დაიწყებს, ყველა პატიმარი გარეთ უნდა გავუშვათ? არ მგონია, ეს სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მომსახურებით რომ იყოს უზრუნველყოფილი, ამაზე რასაკვირველია, ვალდებულება ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა და ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი, რომ შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა მმართველმა პარტიამ, ეს არასწორია. სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება გაეწევა. რა გავაკეთოთ, ვინც შიმშილობას დაიწყებს, ყველა პატიმარი გარეთ უნდა გავუშვათ? – არ მგონია, ეს სწორი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.