სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კერძოდ, შპს "გაზმშენის", შპს "დი ვი ეს"-ის, შპს "აკრიანი 2006"-ის, შპს "მამედის", შპს "გაზტრანს სერვისის", შპს "ჩირაღდანის" და შპს "ენერგია+"ის მიერ კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის თაობაზე საკითხები.
ასევე, კომისიამ იმსჯელა სს "თელასის" მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
გარდა ამისა, განხილული საკითხები შეეხებოდა ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების ვადებს, კომპანიებს შორის არსებულ დავებს და სხვადასხვა ნორმატიული აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხებს. კერძოდ, "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხებს, რომელიც შეეხება შპს "დივიეს"-ისთვის, შპს "გოგოჭური და კომპანიისთვის", შპს "გამა"-სთვის, სს "საჩხერეგაზისთვის" და შპს "თელავგაზისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების კორექტირებას.